ძუძუები

კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ბლოგზე. პირველ რიგში, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი. მე გახლავართ პოლკოვნიკი ბლეთერსკაიტ თეკუმსე. ინდიელთა ბელად თეკუმსეში არ აგერიოთ და ვინმე ძაღლთაპირი არ გეგონოთ.

ჩემი სახელისთვის ყური გექნებათ მოკრული თუ ველურ დასავლეთში ერთი დღე მაინც გაგიტარებიათ ან ოხუნჯი მწერლის, თავის თავს მარკ ტვენს რომ უწოდებს (არადა სხვა რამე ჰქვია), მოთხრობები წაგიკითხავთ. რამდენიმე დღის წინ ვნახე, მის მცირე ზომის შემოქმედებაში, რომელსაც ჟურნალისტიკა ტენესიში ჰქვია, მეც დამთმობია მცირედი ადგილი.

სიმართლე გითხრათ, მაგ მოთხრობით მთლად კმაყოფილი არ გახლავართ. ჯერ ერთი, ტენესიში გავლით ვიყავი პირად საქმეებზე. მეორეც, გულუბრყვილო გამომეტყველების ის ახალგაზრდა ჟურნალისტი ნამდვილად იმსახურებდა ორიოდე ცხელ რჩევას.

თუმცა თქვენ აქ ძუძუებისთვის შემოხვედით, არა?

Leave a comment