Posted on

მარკ ტვენის ტრაგიკული ნათესაობა

ერთმა ფილადელფიელმა მოქალაქემ თავი მოიკლა და შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა:

– მე შევირთე ქვრივი ქალი, რომელსაც მოზრდილი ქალიშვილი ჰყავდა. მამაჩემმა შეიყვარა ჩენი გერი და ცოლად შეირთო იგი. ასე რომ, მამაჩემი სიძე გახდა ჩემი, ხოლო ჩემი გერი – დედაჩემი, რადგანაც ის მამაჩემის მეუღლე იყო.

ჩემს ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელიც მამაჩემს ცოლისძმად ეკუთვნოდა. მე კი ბიძად, როგორც ჩემი გერის ძმა.

მამაჩემის ცოლსაც შეეძინა ვაჟი. იგი, რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც იყო და შვილიშვილიც, როგორც ჩემი ქალიშვილის ვაჟი.

მაშასადამე, ჩემი ცოლი გახდა ჩემი ბებია, როგორც დედაჩემის, ანუ ჩემი გერის დედა, მე კი ერთსა დაიმავე დროს ჩემი ცოლისათვის ქმარიც ვარ და შვილიშვილიც, და რადგან, რომელიმე ადამიანის ბებიის ქმარი ამავე დროს ამ ადამიანის ბაბუაც არის, გამოდის, რომ მე საკუთარი თავის ბაბუაც ვყოფილვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s