Posted on

რა შეუძლია კოკა–კოლას

გუშინ მოულოდნელად მომშივდა “სი ეს აი მაიამის” ერთ–ერთი სერიის ყურების დროს. მოშიებასთან ერთად კი პათოლოგიურად მომინდა კოკა–კოლა. უფრო სწორედ კი კოკა–კოლის დალევა 330 მილილიტრიანი მეტალის ქილიდან. კოკა–კოლას პრაქტიკულად ყოველთვის სწორედ მეტალის ქილაში ვყიდულობ – სხვა მუღამი აქვს ასე დალევას. სახლში რაღაც პროდუქტები მქონდა, მაგრამ კოკა–კოლის გამო მაღაზიაში ჩასვლა გადავწყვიტე. თან გზად 3 დიდი შავი პარკი ნაგავი წავიყოლე. ზარმაცთა ბანდა ვართ ოთახებში. . .

გუშინდლამდე მემგონი რამდენიმე თვის მანძილზე არ მქონდა დალეული კოკა–კოლა. ჩავედი მაღაზიაში და. . . მაცივარში არ აღმოჩნდა ცივი, მეტალის ქილიანი კოკა–კოლა. იყო ნახევარლიტრიანი, პლასტმასის ბოთლში, მაგრამ მე ალუმინის ქილაში მინდოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე იქვე თაროზე შემოდებული თბილი მეყიდა და მაცივარში გაცივებას დავლოდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად მშიოდა (რადგანაც საჭმელზე ზრუნვას მხოლოდ მაშინ ვიწყებ, როდესაც მშივდება – შესაბამისად არც დრო, არც სურვილი მომზადებისთვის და კულინარიული ფანტაზიებისთვის არ მაქვს).

ამოვედი ოთახში. კოკა–კოლის გაციებას მინიმუმ 5 წუთი უნდა. მაშინვე საყინულეში შევდგი.

დროის გასაყვანად (მზა საჭმელი ვიყიდე), თეფშების რეცხვას შევუდექი. მალე მოვრჩი. კოკა–კოლა არ იყო ცივი. გაზქურას გავხედე, რომელიც ბოლოს ორი კვირის წინ გაიწმინდა, მას შემდეგ კი ამ დროის მენიუ ზედ იყო, ჩაშავებულ–ჩამჯდარ ცხიმთან ერთად. ამ საქმესაც შევუდექი და საგულდაგულოდ გავხეხე. შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი ვხეხე კოკა–კოლის ჩაციების გამო.

არაფერი სჯობს მომენტს, როდესაც მშიერი, ცოტა დაღლილი ჩაეშვები სკამში, კომპში ჩართავ რამე სერიალს/ფილმს/ვიდეოს და ამ დროს იწყებ ჭამას. . .

. . .არა, იქამდე ხსნი კოკა–კოლას და მოწრუპავ სულ ერთ ყლუპ ცივ ღვთაებრივ სითხეს.

May 8, 2011, Tartu, Eesti

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s